შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - ოპოზიცია იმდენად არის თავის ფობიებში და შიშებში ჩაკეტილი, რომ რაღაც კონსპირაციების თეორიების შექმნას ცდილობს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ოპოზიცია იმდენად არის თავის ფობიებში და შიშებში ჩაკეტილი, რომ რაღაც კონსპირაციების თეორიების შექმნას ცდილობს“.

„ეს საკითხი აჩვენებს მხოლოდ ოპოზიციის ფობიებს და შიშებს, რამდენად არ არიან ისინი დარწმუნებული საკუთარ თავში. შესაბამისად, რას სთხოვენ ისინი ამის შემდეგ მოქალაქეებს, რომ მათ ანდონ მანდატი ჯგუფს, რომელსაც იმდენი ნდობაც კი არ აქვს საკუთარი თავის საკუთარი ხელების მიმართ, რომ ფიქრობენ, დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ, რომ ხელი არ წასცდეთ და არ მიაჭირონ ღილაკს თითი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამის დასტურია, ოპოზიცია იმდენად არის თავის ფობიებში და შიშებში ჩაკეტილი, რომ რაღაც კონსპირაციების თეორიების შექმნას ცდილობს. არანაირი მოელაპარაკები და ასე შემდეგ არ მიმდინარეობს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი დავიწყეთ, ჩვენ ამოვდივარ იქიდან, რომ პარლამენტში მას არ ეყოლება უმრავლესობა და ეს არც არის გადამწყვეტი. საერთო ჯამში, მოქმედ პრეზიდენტს დარჩა 1 წელი და ეს არ არის გადამწყვეტი საკითხი ამ მხრივ. გადამწყვეტი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ის იქნება ოფიციალური განაჩენი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ვერსად გაექცევა. იმედია, ის სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაზე აღარ წავა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო