რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციას რატომ აწუხებს კარვების დადგმა? ანუ სადაც კარვები არ არის, იქ სიტყვის თავისუფლება არ არის? - კარავი სიტყვის თავისუფლებისთვის არ არის აუცილებელი, აი, რევოლუციისთვის კი, აუცილებელია

ოპოზიციას რატომ აწუხებს კარვების დადგმა? კარავი სიტყვის თავისუფლებისთვის აუცილებელია? კომიკური მდგომარეობა რომ იქმნება, ვერ ვატყობთ? ანუ, სადაც კარვები არ არის, იქ სიტყვის თავისუფლება არ არის? დემონსტრაციისთვის კარავი აუცილებელია? აი, რევოლუციისთვის კი, აუცილებელია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლა უნდა, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს, „მაგრამ ამას არც ცდილობენ“.

„კარავი საშუალებაა, რომ დესტაბილიზაცია გაახანგრძლივო. ზურგჩანთაზეც დაიწყება კონტროლი, თუკი რევოლუციას ელოდებიან. ოპოზიციას რატომ აწუხებს კარვების დადგმა? სიტყვის თავისუფლება ვისაც აწუხებს ის ოპოზიციაა ხომ. კარავი სიტყვის თავისუფლებისთვის აუცილებელია? კომიკური მდგომარეობა რომ იქმნება, ვერ ვატყობთ? ანუ, სადაც კარვები არ არის, იქ სიტყვის თავისუფლება არ არის? მთელს დასავლეთში სიტყვის თავისუფლებაა, მილიონიანი დემონსტრაციებია, იქ კარვებს არ შლიან. აუცილებელია კარავი დემონსტრაციისთვის? აი, რევოლუციისთვის კი, აუცილებელია. განსხვავებას ვხვდებით? 2012 წლამდე ქართული პოლიტიკა ეროვნული მოძრაობის გამოცდილებაზე იყო დაყრდნობილი. ხელისუფლების ყველა ცვლილება რევოლუციური იყო. რევოლუცია ახლაც მზადდება. ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით ერთხელ მოვახერხეთ. გავაგრძელოთ იგივე. კი ბატონო, თუ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, აგერ, ერთ წელიწადში ამის პირობა, არჩევნები იქნება და სცადონ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალონ. არც ცდილობენ და კარვები უნდათ. რატომ? იმიტომ, რომ არჩევნები მოსახლეობის უმრავლესობის გადასაწყვეტია და მოსახლეობის უმრავლესობა არ აწყობთ. მოსახლეობის უმცირესობა, ოპოზიციურად განწყობილები სჭირდებათ, რომლითაც გადატრიალდება ხელისუფლება. ესაა რევოლუცია, მეტი ხომ არაფერი“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო