სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში" უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

კერძოდ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდ პაციენტს, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

„აღსანიშნავია, რომ "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს“, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს.შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში