მაია ომიაძე - 2024 წელს საქართველოს m&i ფორუმის ფარგლებში ასზე მეტი საერთაშორისო კომპანიის, ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ეწვევა

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მასპინძელი ქვეყანა იქნება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასშტაბური ღონისძიების საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„2024 წელს საქართველო რამდენიმე მსხვილ ბიზნეს შეხვედრას უმასპინძლებს, ერთ-ერთი უდიდესი ფორუმია „m&i Tbilisi 2024“, სადაც ასამდე საერთაშორისო კომპანიის, ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ეწვევა ჩვენს ქვეყანას. წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად“ დიდ ღონისძიებას, სადაც ქართულმა სექტორის წარმომადგენლებმა კარგი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო კომპანიებთან“, - განაცხადა ომიაძემ.

მისივე თქმით, საქართველო 2024 წელს კიდევ ერთ მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს.

„აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს საქართველო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა ეს ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თაოსნობით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 2024 წელს საქართველოს მთელი მსოფლიოდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიების, ავიაკომპანიების ხელმძღვანელები, ასევე ოფიციალური პირები ეწვევიან. შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წელს საქართველო ბიზნეს ფორუმების ცენტრი იქნება“, - აცხადებს მაია ომიაძე.

„m&i Tbilisi 2024“ ფორუმის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო.

„მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად“ უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ, განაპირობა, რომ 2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრად იქცევა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 150-ამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა