თინა ბოკუჩავა „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებზე - ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე კაკაფონია არ ისმოდეს - მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს

ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე კაკაფონია არ ისმოდეს - მოვუწოდებ თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ბრალდებებს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

მისივე თქმით, „უსაფუძვლო ტყუილების გავრცელება ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ ხელწერას და ნუ დაემსგავსებიან „ოცნებას“ მათი საერთო, ახლო წარსულის მიუხედავად“.

„მე მაინც დიპლომატიური ვიქნები ბინძურ პროპაგანდაზე კომენტირებისას, რადგან არ ვთვლი ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირებას პროდუქტიულად ქვეყნის მომავლისთვის და ევროპული მისწრაფებებისთვის. ახლა ყველა ვინც საკუთარ თავს პროევროპელ ოპოზიციონერად თვლის, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს კაკაფონია და ურთიერთთავდასხმა, არამედ ერთიანი ფრინტის შთაბეჭდილება ექმნებოდეთ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს საქართველოში. ამიტომ ვიქნები დიპლომატიური და მოვუწოდებ თავი თავი დაანებონ ამგვარ ბინძურ სპეკულაციებს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღეს კი ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მათ ბევრი აქვთ სავაჭრო და საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს