აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი პედაგოგები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები და აფხაზეთიდან დევნილი, წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს, რომლებიც პედაგოგებს მიესალმნენ, პროფესიული დღე მიულოცეს და სიგელები და საჩუქრები პირადად გადასცეს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე მედალოსანი კურსდამთავრებულები და სამინისტროს სტიპენდიატები დაჯილდოვდნენ, რომელთაც დიპლომები, წიგნები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებთან და აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან ყოველწლიურად იმართება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა