„საქართველოს ბანკი“ ფინანსური განათლების შესახებ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ისაუბრებს

„საქართველოს ბანკი“ ფინანსური განათლების მიმართ ახალგაზრდებში ინტერესის ამაღლებას განაგრძობს და სწორედ ამ მიზნით, ყველაზე მასშტაბურ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ფინანსური განათლების სივრცეში, „საქართველოს ბანკიც“ წარმოდგენილი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანკის სტენდთან ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ფინანსური განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებსა და ლიტერატურას, ასევე, გაიგონ მეტი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებსა და სტუდენტებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ისეთი პროდუქტების შესახებ, როგორებიც Student Card-ი და sCoolApp-ია.

„გამოფენაზე მისული ახალგაზრდები შეხვდებიან დარგის ექსპერტებს. მოგვიანებით კი გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ფინანსური განათლების კუთხით საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. „საქართველოს ბანკის“ მხრიდან პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ლევან ფავლენიშვილი მიიღებს. ის „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი და Chevening-ის პროგრამის გამარჯვებულია. ლევანი ამჟამად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორი და ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. დისკუსიის ფარგლებში კი ის ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრებს.

ლევან ფავლენიშვილისა და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების მიმართ ინტერესის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სტენდთან სტუმრებს დახვდებათ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული სახალისო და ინფორმაციული თამაშები, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ვიქტორინებში და დასაჩუქრდნენ პრიზებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე აღნიშნავს ფინანსური განათლება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მთავარი საფუძველია.

„საქართველოს ბანკი“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ფინანსური განათლების მხარდაჭერას. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდი აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს. GELi-სთან თანამშრომლობით, ჩვენ საქართველოში პირველად გავმართეთ ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. შედეგად, საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს მოსწავლეების მიერ ეკონომიკისა და ფინანსური განათლებისადმი გამოხატული ინტერესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ფინანსური განათლება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მთავარი საფუძველია. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, განათლების საერთაშორისო გამოფენა 6 და 7 ოქტომბერს, 11:00-19:00 საათზე, ექსპოჯორჯიაში გაიმართება, სადაც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტების, დაფინანსების მოპოვებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო