გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მეთორმეტე საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მეთორმეტე საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი გაიმართა, რომელიც გრუნისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (ESI) თანამშრომლობის ფარგლებში იყო ორგანიზებული.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ESI უნივერსიტეტის წარმატებული პარტნიორია და წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა ერთობლივად.

მათივე ცნობით, კონფერენცია გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გახსნა, მან წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. და ასევე, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯოვან შოპოვსკი, ასევე, ევროპის სამეცნიერო ჟურნალის წარმომადგენელი, პროფესორი დეჟან მაროლოვი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საუნივერსიტეტო მედლით „ალმა მატერის რჩეული“ დააჯილდოვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე პოლონელი, ამერიკელი, მექსიკელი, თურქი და სხვა ქვეყნების მეცნიერები.

უნივერსიტეტის ცნობით, მუშაობა თემატური სესიების მიხედვით მიმდინარეობდა და მონაწილეებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს მედიცინის, სამართლის, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებიდან.

ფორუმზე წარმოდგენილი კვლევები დაიბეჭდება ევროპის სამეცნიერო ჟურნალში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო