გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს ნანა გოგატიშვილს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, 2023 წლის „მწვანე ჯილდო“, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნანა გოგატიშვილს გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს ღონისძიებაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” და, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, „მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები აქვს განხორციელებული. მოხარული ვარ, რომ წელს უკვე მეშვიდედ გვეძლევა შესაძლებლობა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს თანამონაწილეები და პარტნიორები ვიყოთ“, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს იმართება. 2023 წელს, კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააჯილდოვა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს