AM Best-მა „ალდაგს“ საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაზეა სპეციალიზებული, „ალდაგს“ გლობალური რეიტინგი მიანიჭა, რომლითაც „ალდაგი“ გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.

კომპანიის ინფორმაციით, AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე და „ალდაგს“ AM Best-ისგან საკრედიტო რეიტინგი bb+ მიენიჭა.

მათივე ცნობით, AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით „ალდაგს“ აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება. გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო „ალდაგის“ ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.

„ალდაგი“ აღიარებული მოთამაშეა და წამყვანი წილი აქვს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში. კომპანია ცნობილია თავისი ძლიერი ბრენდით. აქვს სოლიდური კონკურენტული უპირატესობა მრავალფეროვანი სადაზღვევო პროდუქტებითა და ფართო სადისტრიბუციო ქსელით. ალდაგის საბალანსო უწყისი ხასიათდება რისკის მიხედვით კორექტირებული კაპიტალიზაციის ყველაზე ძლიერი დონით; კომპანიის კაპიტალის, აქტივებისა და ვალდებულებების მართვა და რეზერვების ადეკვატურობა ძლიერია; საინვესტიციო პორტფელი ლიკვიდურია და საინვესტიციო სტრატეგია ამცირებს ვალუტის კურსის რყევებთან დაკავშირებულ რისკებს,“- აღნიშნულია AM Best-ის ოფიციალურ განცხადებაში.

„ალდაგის“ გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, საერთაშორისო რეიტინგის მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

„ეს არის პირველი გლობალური რეიტინგი, რომელიც ალდაგმა ინდუსტრიას მოუტანა. რეიტინგის მიღება ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან, როგორიც AM Best-ია, ჩვენთვის არის საერთაშორისო რუკაზე აღიარება და ადასტურებს ჩვენს 33 წლის მიღწევებსა და შედეგებს სადაზღვევო ინდუსტრიაში. AM Best-ის რეიტინგით ჩვენ შევძლებთ, წარმატებით გავაგრძელოთ ოპერირება საქართველოსა და რეგიონში, მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და შევქმნათ უნიკალური გამოცდილება დაზღვევაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.

რაც შეეხება „ალდაგს“ - „ალდაგი“ 1990 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში. 2023 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 150 000-მდე დაზღვეული მომხმარებლით.

„ალდაგი“ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს „ალდაგმა“ გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. „ალდაგი“ წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. „ალდაგი“ სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 600-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო