მარიამ ყუბუსიძე - m&i Tbilisi 2024 ფორუმი  შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოსთვის პოზიციონირდეს მსოფლიო საქმიანი ტურიზმის რუკაზე

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi 2024“ მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურისტული სექტორისთვის ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას ქლიქ ჰოლდინგის დამფუძნებელი მარიამ ყუბუსიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მსოფლიო საქმიანი ტურიზმის რუკაზე პოზიციონირდეს.

“აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოსთვის პოზიციონირდეს მსოფლიო საქმიანი ტურიზმის რუკაზე. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მონაწილე 110 მაღალ შემსყიდველ უნარიანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნონ საქართველო, მისი შესაძლებლობები არა მარტო დასვენების არამედ საქმიანი ტურიზმის მხრიდანაც“,-აცხადებს ყუბუსიძე.

მარიამ ყუბუსიძის თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ.

„ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ B2B ფორმატში 40-ზე მეტ მაღალ შემსყიდველ უნარიან ე.წ ბაიერებს შეხვდნენ, დაამყარონ მათთან პარტნიორული ურთიერთობა მომავალში საინტერესო და მაღალ ბიუჯეტური ღონისძიებების საქართველოში მოზიდვის და ჩატარების მიზნით”, - აღნიშნა მარიამ ყუბუსიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში