ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღნიშნა, მათი მიზანი ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსის ჩადება და მეტი საკრედიტო აქტივობაა.

„დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა რეგულაციის დახვეწასა და შერბილებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს და უფრო მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს. რაც მთავარია, ეს აქტივობა უნდა იყოს უფრო მეტად ეფექტური. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი დასაქმებისთვის. ყველაფერი უნდა მოხდეს ფასების სტაბილურობის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანაა, ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ბიზნესის განვითარებისთვის, რაც ეკონომიკის განვითარების საწინდარია.

„ეროვნულ ბანკთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს და გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი. ბოლო ორ შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული სურათი თუ საითკენ მივდივართ. უფრო მეტიც, დღეს რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება ძალიან კარგი. პირველი, იმიტომ რომ საბანკო-საფინანსო სისტემას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. მეორე, უფრო მეტი სახსრები გაჩნდება ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი ამოცანაც ეს არის - ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ბიზნესი განვითარდეს, რაც ეკონომიკის განვითარების მთავარი საწინდარია. ძლიერი ეკონომიკა წარმატების მთავარი ფორმულაა ნებისმიერი ქვეყნისთვის", - განაცხადა ფხაკაძემ.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხებიდან სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო.

„დღეს ეროვნულ ბანკთან შეხვედრა შედგა, სადაც მომავალ რეგულაციებთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. სამ საკითხს გამოვყოფ: პირველი - ლარიზაციას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბანკო სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის. მეორე საკითხი უკავშირდება ფინანსური სექტორს, თუ რა რეგულაციები შეიძლება შემოვიდეს საბანკო სექტორისთვის, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. და მესამე, რაც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება 2024 წელს საშუალო ვადაში საფინანსო სექტორი უფრო აქტიური გახდეს საკრედიტო მიმართულებით. ამაში ვგულისხმობ ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო, კორპორატიული ბიზნესების დაფინანსებას, რაც 2024 წელს საბანკო სექტორს უფრო გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის ბექა გოგიჩაიშვილის აზრით, მსგავსი შეხვედრების უფრო ხშირად გამართვა კარგ შედეგს გამოიღებს.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ეროვნულ ბანკთან. დიალოგის რეჟიმში განვიხილეთ არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეგულაციები. ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს მსგავსი შეხვედრების უფრო ხშირად გამართვა. დარწმუნებული ვარ, მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება როგორც საბანკო სისტემას, ისე ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები კომერციული ბანკებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა