„რედისონ ბლუ ივერიის“ წარმომადგენელი სოფო მესხი - M&I ფორუმს შეუძლია დიდი წარმატება მოუტანს მთელს ქვეყანას და ჩვენს ინდუსტრიას

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მასპინძელი იქნება. ღონისძიების ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ საერთაშორისო კომპანიებთან.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავია ის რომ M&I ფორუმს 2024 წელს თბილისი უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას შეუძლია დიდი წარმატება მოუტანს მთელს ქვეყანას და ჩვენს ინდუსტრიას.

პირადად ნამყოფი ვარ M&I- Forum-ზე ესპანეთში, ის გამოირჩევა ორგანიზების უმაღლესი ხარისხით, საერთაშორისო აღიარებით და დამსწრე მაღალი დონის კომპანიებით, ეს არის ფორმატი რომელსაც მთელი მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები და ივენთ კომპანიები ესწრებიან, შესანიშნავი პლატფორმა და შესაძლებლობა ქვეყნის, რეგიონის, სასტუმროების თუ სხვადასხვა გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაზიარების და ახალი პარტნიორების მოძიების“, - აცხადებს „რედისონ ბლუ ივერიის“ წარმომადგენელი.

სოფო მესხის თქმით, მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას პოტენციურ პარტნიორებთან.

„დარწმუნებული ვარ ღონისძიების საქართველოში ჩატარება დიდ დადებით ეფექტს მოუტანს ტურიზმის ინდუსტრიას, ქვეყანა მოიზიდავს უფრო მეტ MICE სააგენტოს, მეტ მოგზაურს და თბილისში მასპინძლობა კიდევ ერთხელ დაარწმუნებს თითოეულ მონაწილეს თუ რამდენად საინტერესო, გამორჩეული და უსაფრთხოა ჩვენი ქვეყანა.

მჯერა ბევრი საინტერესო ევროპული, ამერიკული და აზიური საქმიანი ტურიზმის წარმომადგენელი ეწვევა თბილისს 2024 წელს, და შევძლებთ ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას,“ - განაცხადა სოფო მესხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს