„საქპატენტი“ - საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეიტინგი გაუმჯობესდა

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეიტინგი გაუმჯობესდა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინდექსის მიხედვით საქართველო 6 ნიშნულით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 72 საფეხურიდან, 66 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-15 ადგილზეა.

„ამერიკული ორგანიზაციის „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით საქართველო 6 ნიშნულით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 72 საფეხურიდან, 66 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-15 ადგილზეა. საკუთრების უფლებების ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში და მთლიანად ეძღვნება ინტელექტუალური თუ ფიზიკური საკუთრების უფლებების გაზომვას, 125 ქვეყნის რეიტინგის კვლევის მონაცემებს ეყრდნობა.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტით განისაზღვრება - ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ქვე-ინდექსის ქულების ზრდამ მნიშვნელოვნად განაპირობა. 10-ქულიან სისტემაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების მთლიანი ინდექსი 1.039 ქულით გაიზარდა და 3, 876 ნაცვლად, 4.915 ქულა გახდა. ცალკეულ ქვე-ინდექსებში პატენტის დაცვა განისაზღვრა 5.017 ქულით, სასაქონლო ნიშნის დაცვა - 5.082 ქულით.

ქვეყნებზე მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსია, მათ შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის/ინოვაციების ინდექსი, ბიზნესის კეთების ინდექსი, ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშები.

საქართველო 2023 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგშიც დაწინაურდა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა. შარშანდელთან შედარებით, საქართველომ 9 პოზიციით გაიუმჯობესა მაჩვენებელი და 132 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზე გადაინაცვლა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: https://www.internationalpropertyrightsindex.org/country/georgia

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო