საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტის - „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად - პრობლემები და გამოწვევები“, ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტები ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფერორ ანდრეას არნდტის საჯარო ლექციის - „სამართალი და მორალი ჰეგელთან“ ფარგლებში შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი - „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად - პრობლემები და გამოწვევები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსორციუმის, ზადარის უნივერსიტეტთან (ხორვატია) და ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (პოლონეთი) კოლაბორაციით განხორციელდა და მასში ჩართული არიან: პროფესორი მამუკა ბერიაშვილი (სტუ), პროფესორი ლაშა ბრეგვაძე (თსუ), დოქტორი მარიამ ხაზარაძე (აწსუ), დოქტორანტი დავით გალაშვილი (სტუ), ასოცირებული პროფესორი ირაკლი თაბორიძე (ზუგდიდი), დოქტორანტი გიორგი ბერიაშვილი (სტუ). ასევე, ემერიტუს პროფესორი, ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი), ემერიტუს პროფესორი თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტი), პროფესორი იურე ზოვკო (ზაგრების უნივერსიტეტი) და პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი (ბერკლის უნივერსიტეტი).

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, პროექტის მიზანია კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, გაღრმავდეს კოლაბორაცია ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან, კვლევისა და სწავლების პროცესი უფრო მეტად ინტერნაციონალური და ინტერდისციპლინური გახდეს.

„პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ანდრეას არნდტის საჯარო ლექცია ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის პროექტის ფარგლებში განხორციელდება ყოვლისმომცველი პერსპექტივიდან თანამედროვე დემოკრატიული, ევროპული საზოგადოებების სისტემების ფუნქციონირების გააზრება. პრობლემატიკა განხილული იქნება ფილოსოფიის, სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის და სამართლის მეცნიერების პერსპექტივებიდან, რათა უფრო სიღრმისეულად იყოს წარმოჩენილი სოციალური სისტემების ფუნქციონირება მიმდინარე გამოწვევების კვალად. ეს ეფუძნება ჰოლისტურ მიდგომებს და ამ კუთხიდან ცდილობს საზოგადოებათა პრობლემების გაანალიზებას. ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება განსახილველ საზოგადოებათა ტრანსფორმაციაზე მთლიანი სურათის შექმნა. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე კრიზისებისა და პოსტ-კრიზისულ საზოგადოებაში თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოებისა და საზოგადოების ტრანსფორმაციისთვის და მომავალი მოდელის შექმნისთვის. კრიზისებმა გამოავლინეს მრავალი პრობლემა, რომელიც დასავლური დემოკრატიული სამართლებრივი სამყაროს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემების გარკვეულ ნაკლოვანებებს აჩვენებს და ამავდროულად, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის და საზოგადოებრივი ინსტიტუციების გაუმჯობესების შესაძლებლობას ქმნის. ამდენად პროეატის განხორციელება დროული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმატებები მინდა ვუსურვო პროექტის მონაწილეებს“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი.

ინფორმაციისთვის, პროექტი, რომელიც სამი ქართული უნივერსიტეტის კოლაბორაციით ხორციელდება, ანდრეას არნდტის საჯარო ლექციის გარდა, მოიცავს შემდეგ აქტივობებს: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა“, ჩატარდება, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში -„დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გამოწვევები და პერსპექტივები თანამედროვე ევროპაში“, ხოლო, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოფი - „გლობალიზაციის პრობლემები: სახელმწიფოთაშორისი აღიარება თუ დაპირისპირება“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო