თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა კონფერენციას - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დანიის თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედმა მდივანმა, პერნილ ვედსგაარდ ლანგებერგმა გახსნეს. ისინი ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურად მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში დანიის სამეფოს გაწეული დახმარება.

„ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებს ქართველი და დანიელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოსა და დანიის სახელმწიფოების ურთიერთობის დინამიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, გლობალური და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდიან და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს პატარა ქვეყნების პერსპექტივის ჭრილში გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის განმავლობაში თემატური და პანელური დისკუსიებიც წარიმართება, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა