Krtsanisi Margaliti By Apart – „აპარტ ჯგუფის“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი ისტორიულ უბანში

Krtsanisi Margaliti by Apart - „აპარტ ჯგუფის“ ახალი მრავალფუქნციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაშენებულია 12 000 კვ.მ-ს, მიწის ფართობზე, ხოლო თვითონ სამშენებლო ფართი 35 000 კვ.მ-ს მოიცავს. პროექტი მდებარეობს კრწანისის რაიონში, მყურო დასახლებულ უბანში, რომელიც სრულიად მოწყვეტილია მანქანების გადაადგილებით გამოწვეული ხმაურიანი ზონებიდან. გამოირჩევა ეკოლოგიურად ჯანსაღი მახასიათებლებით, კომპლექსს ესაზღვრება მდინარე ,,დუნისხევის’’ კალაპოტი და რეკრეაციული ზონა, რაც საპროექტო არეალის გეოგრაფიულ თავისებურებებს უფრო განსხვავებულს და საინტერესოს ხდის.

კომპლექსი მდებარეობს დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოემსახურება 24/7 დაცვის სამსახური და კონსიერჟი.

პროექტი სრულად მიმართულია მყუდრო განაშენიანების შექმნაზე. კომპანია ახალი საცხოვრებელი პროექტით აგრძელებს მაღალი სტანდარტების დანერგვას, რომლებიც აუმჯობესებენ მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს.

ამ მახასიათებლებს ინარჩუნებს პროექტის შიდა ტერიტორიის გეგმარებაც, რომელიც მრავალფუქნციურია - სხვადასხვა გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, ღია საცურაო აუზი, საბავშვო მოედანი და სარეკრეაციო ზონები. კომპლექსს მოემსახურება 24/7 დაცვის სამსახური და კონსიერჟი.

კომპლექსი 3 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება და ერთიანი საპროექტო არეალი წარმოადგენს 11 674 კვ.მ-ს, საიდანაც გამწვანებელი, რეკრეაციული ზონა შეადგენს 3502კვ.მ-ს.გამწვანების ესეთი დიდი მაჩვენებელი მოსასვენებელი და ბავშვთა სათამაშო სივრცეების მოსაწყობად იდეალური გარემოა.

საპროექტო კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი მიწისქვეშა ავტოფარეხით, დაახლოებით 100 მანქანაზე, რაც მიწისპირა არეალს სრულიად გამოანთავისუფლებს საპარკინგე სივრცისგან და შეზღუდავს ეზოში მანქანების გამჭოლ ნაკადებს.

პროექტი შედგება 300 საცხოვრებელი სახლისა და კომერციული ფართებისგან.

კომპლექსი გამოირჩევა საუკეთესო მონაცემებით, როგორც სივრცით მოცულობითი, ასევე კომფორტული გეგმარებების კუთხით.

„კრწანისის პროექტი კონკურენტული იქნება როგორც ფასით, ისე შეთავაზებული სერვისით. ამ პროექტშიც დაცული იქნება ჩვენი სტილი და შევქმნით მცირე ზომის შენობებს მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ჰარმონიზაციაში, რომელიც გაალამაზებს თბილისის კიდევ ერთ ისტორიულ უბანს“, - ლაშა საბაძე „აპარტ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ახალი კომპლექსის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა ,,ჰაუსარტი’’

„პროექტი გამოირჩევა განსხვავებული ლანდშაფტის დიზაინით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. ჩვენი ინოვაციური პროექტი ნერგავს ახალ სტანდარტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს.

საპროექტო გადაწყვეტა დამუშავებულია დაბალი და დინამიური ფორმების მქონე შენობებით დიდი აივნებითა და ტერასებით. ფასადზე ძირითადად გამოყენებულია თეთრი მოსაპირკეთებელი პანელები საფასადე ვიტრაჟი და მინის მოაჯირები, კომპლექსის მნიშვნელოვანი ელემენტია ღია და დახურული აუზი დამატებით შუა ეზო და ბავშვთა გასართობი ზონებით. საერთო ჯამში აღნიშნული არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის არსებულ გარემოს და ბუნებას“, - ჰაუსარტის მთავარი არქიტექტორი, ბექა კიკალაშვილი

პროექტისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წინასწარი გაყიდვები უკვე 10 ოქტომბრიდან დაიწყება.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით „აპარტ დეველოპმენტის“ ცხელ ხაზსს: 032 211 11 44 ან ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: www.apart.ge

KRTSANISI MARGALITI BY APART - ყველაფერი თქვენი კომფორტული ცხოვრებისათვის!

(R)

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024