პაატა მანჯგალაძე - ბიუჯეტის განხილვისას ჩვენ დავაყენეთ კონკრეტული საკითხები, პასუხის ნაცვლად კი გამოვარდა „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით გოშია ზარქუა

ახლა პარლამენტში იხილებოდა ბიუჯეტის საკითხი და ყველანაირი პოპულიზმის გარეშე, გულწრფელად, ჩვენ დავაყენეთ სამი საკითხი, და გამოვარდა „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით, გოშია რომ ყავთ, ზარქუა, ბიუტიდან 20 მილიონიანი ტენდერი რომ მოიგო მისმა ოჯახის წევრმა, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ბრალდებებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ბიუჯეტის განხილვისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რამაც ირაკლი ზარქუას გაღიზიანება გამოიწვია.

პაატა მანჯგალაძე ირაკლი ზარქუას „გოშიას“ ადარებს და ამბობს, რომ იგი ყოველთვის მსგავსი რეაქციით გამოირჩევა, როდესაც ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე იწყებს საუბარს.

„ახლა პარლამენტში იხილებოდა ბიუჯეტის საკითხი და ყველანაირი პოპულიზმის გარეშე, გულწრფელად, ჩვენ დავაყენეთ სამი საკითხი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტიდან გამომდინარე პენსიონერებს დაუგროვდათ დავალიანება, რომლის განულებაც შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთჯერადად. როგორ? - ძალიან მარტივად, სულ არის 360 000-მდე პენსიონერი, რომელსაც არჩევანის გაკეთება უწევს ვალი გადაიხადოს, წამალი იყიდოს, პური იყიდოს და ეს რომ დავასრულოთ, საჭიროა პოლიტიკური ნება.

მეორე საკითხი დავაყენეთ ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, იცით, რომ ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, ყველას არ აქვს ღარიბაშვილის შვილისთვის, მამამ ჩარტერით წაიყვანოს უცხოეთში სასწავლებლად და ვითხოვდით, რომ ესეც მოვაგვაროთ სულ 200 მილიონი ჯდება და ესეც შესაძლებელია რომ მოგვარდეს.

მესამე - 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული მრავალპარტიული არჩევნებიდან გადის 33 წლისთავი და ვითხოვდით, რომ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, პარლამენტის წევრის ნახევარი გაუხდეთ პენსია.

აი, ამ ყველაფერს ვითხოვდით და გამოვარდა „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით გოშია რომ ყავთ, ზარქუა, ბიუტიდან 20 მილიონიანი ტენდერი რომ მოიგო მისმა ოჯახის წევრმა, შემდეგ 10 მილიონიანი ტენდერი დაამატა - ძალიან ერკვევა ლაბორატორიების რემონტში და ასე ჩვეულებრივად, ეს არის მაგის ფუნქცია, როდესაც დაიწყებ ხალხზე საუბარს, გამოვარდება ზარქუა და დაიწყებს ათასი რამის დაბრალებას. ჩვენ მას არ ავყვებით ზიზღის რიტორიკასა და დაგეშვაში.

ყველა კარგად ნახავს რას აკეთებს ზარქუა და რა სარგებელი ნახა ხალხმა და ყველა ხედავს რა გააკეთა გიორგი ვაშაძემ. კიდევ ვიმეორებ, გიორგი ვაშაძის რეფორმებზე საუბრობდნენ ინგლისის პარლამენტში, საუბრობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, საუბრობდნენ ამერიკის კონგრესში, ხოლო ზარქუა დარჩება გოშიად, რომელსაც გაუქსევენ ნებისმიერ ოპოზიციონერ დეპუტატს, როდესაც არ მოეწონებათ მისი გამოსვლა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო