მიხეილ სააკაშვილი - ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები - როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც „უცხოელი აგენტების“ კანონი

როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც „უცხოელი აგენტების" კანონი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სპეციალურად დაგეგმა სპექტაკლი, „რათა თბილისში მიეღოთ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები“.

„სპეციალურად დაგეგმეს „საკონსტიტუციოს" სპექტაკლი ბათუმში, რათა თბილისში პარალელურად კონვეიერზე დააყენონ და მიიღონ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები.

ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც "უცხოელი აგენტების" კანონი.

ასევე ელექტრონული ხმის მიცემის ივანიშვილისეული სისტემა ზუსტად იმეორებს პუტინის რუსული ელექტრონული არჩევნების სისტემას - ის, ფაქტობრივად, აუქმებს არჩევნებს, ამიტომაც მომავალი წლის ოქტომბრამდე ხელებჩამოშვებული მოცდა, საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ სახელმწიფოს“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის