სელფი მობაილის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2023 ტარდება

სელფი მობაილის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2023 ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყოველწლიური გლობალური ჰაკათონის ადგილობრივ კონკურსს, „სელფი“ უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს და შესაძლებლობას აძლევს გამარჯვებულებს საკუთარი იდეა საერთაშორისო დონეზე წარადგინონ.

კომპანიის ცნობით, „სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია.

„წელს, ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან შეირჩა 30 გუნდი. ორი დღის განმავლობაში, 7-8 ოქტომბერს, მონაწილეები იმუშავებენ NASA -ს მიერ დადგენილი გამოწვევების გადაწყვეტაზე და საკუთარ იდეებსა და პროექტების პროტოტიპებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. პრიზების გარდა, მოგებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თემატურ ვორქშოფებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია და სხვა.

NASA Space Apps Challenge -ი ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებს ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.

NASA Space Apps Challenge 2023 -ის ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის