ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროგრამის შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებმა ამერიკული აკრედიტაცია მიიღეს

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განხორციელების შედეგად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყო საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის ამერიკული საბაკალავრო პროგრამების დანერგვას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფორმაციით, საქართველოს სამი პარტნიორი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საინჟინრო და საბუნებისმეტყველო პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია (ABET) და ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მოიპოვეს.

„აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით განხორციელებული ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ერთ-ერთ მიზანს საქართველოში პარტნიორი უნივერსიტეტების პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია წარმოადგენდა. ამ მიზნით, კომპაქტის ფარგლებში, ჩვენ გავაუმჯობესეთ სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აშენდა და აღიჭურვა ახალი ლაბორატორიები და საინჟინრო და საბუნებისმეტყველო პროგრამების 100-ზე მეტი პროფესორი ამერიკაში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიგზავნა პროფესიული განვითარების მიზნით“, - განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო უნივერსიტეტების – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – ოთხმა საბაკალავრო STEM პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.

2020 წელს, რეგიონში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“ მიიღო. 2023 წელს, ABET-ის სრული აკრედიტაცია მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიო სამედიცინო ინჟინერია“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ „კომპიუტერული ინჟინერია ”.

დამატებით, 2023 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამას ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) აღიარება 6 წლის ვადით მიენიჭა.

პარტნიორი უნივერსიტეტები დამატებით იმ შვიდ საბაკალავრო პროგრამაზე გეგმავენ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.

ABET და ACS აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაბამისი პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანია, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.

ABET აკრედიტაცია მსოფლიოს მასშტაბით მინიჭებული აქვს 42 ქვეყნის 920 უმაღლესი სასწავლებლის 4,674 საგანმანათლებლო პროგრამას, რაც ყოველწლიურად 200,000-ზე მეტ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ისწავლოს საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებზე. ABET აკრედიტებული პროგრამები ხორციელდება ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University).

ამერიკის ქიმიური საზოგადოება (ACS) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიული გაერთიანებაა ქიმიის დარგში. ACS აქვს 147 წლიანი ისტორია, აერთიანებს 140 ქვეყნის 173,000-ზე მეტ მეცნიერს და მის მიერ აღიარებული ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის გარეთ, მხოლოდ 4 უნივერსიტეტს - შოტლანდიის, კოლუმბიის, უელსისა და ტაილანდის უნივერსიტეტებს აქვს მინიჭებული ACS-ის სერტიფიცირება.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი