დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს 05:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ხეივნში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე. არსებულ საგზაო მონაკვეთში.

„შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესის ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ