თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს იყო მისი მდარე იუმორი, რომელმაც სრულიად მედია ააწრიალა - ხუმრობის ხასიათზეა „ქართული ოცნება“

ეს იყო მისი მდარე იუმორი, რომელმაც სრულიად მედია ააწრიალა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ შეკრების შესახებ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტში იუმორის დღე გამოაცხადა.

ირაკლი კობახიძე ხუმრობს. დღეს მამუკა მდინარაძემ გვითხრა, რომ იუმორის დღე იყო პარლამენტში. ხუმრობის ხასიათზეა „ქართული ოცნება“. ძალიან კი უნდა ირაკლი კობახიძეს, რომ მეფედ გამოაცხადოს თავი, მაგრამ არ გამოუვა ეგ ამბავი, გვარიშვილობაც უნდა უწყობდეს ხელს წესით მეფედ წარდგენას. თუ მივუშვით და თავი რომ მეფედ გამოაცხადოს, მაშინ შეიძლება აქამდეც მივიდეთ, მაგრამ არა მგონია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეკრების შესახებ კანონში ცვლილებები შიშის გამო შეაქვს, რადგან „7-8 მარტის აქციები ძალიან მწარედ ახსოვთ“.

„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, რაც ორი კვირით გადაწევს მიღების პროცესს. ძალიან მძიმე მოცემულობაა. ასეთი შეშინებული და მძიმე მდგომარეობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, დიდი ხანია არ მახსოვს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა