ლევან ბეჟაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად

ირაკლი კობახიძის განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: “გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად - კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში”.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე დავის გამოძახილია.

“მგონი, საქმე გვაქვს მოდელირებულ ქრონიკასთან და ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე, სერიოზული პასუხი რთულია. კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული ხელმოწერის პროცედურა, რომ საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი, საკანონმდებლო საქმიანობაში საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს რომ ხელი მოაწეროს, თუ ხელს არ აწერს მაშინ ხდება ვეტოს პროცედურა, თუ ვეტო დაიძლევა და პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და ის შედის ძალაში. ეს განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად. ალბათ, უფრო გამოძახილია იმ დავისა სტატუსი თუ უფლებამოსილება, ამის გამიჯვნა და ინტერპრეტაციით ხდება ახლა ამ თემის წამოწევა. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაღაც სერიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მოდელირებული ქრონიკა დავარქვათ ამ კაზუსს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო