ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის -Wine21.com ორგანიზებით გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება მოიცავდა მასტერკლასს და პრეზენტაციას 200 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. ღონისძიებას დაესწრო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა.

„ქართული ღვინის მასტერკლასს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდა. მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო.

კორეის რესპუბლიკაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მეორედ გაიმართა და მისი მიზანი კორეის სტრატეგიულად განსაზღვრულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.

Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის