არჩილ მორჩილაძე - აკრედიტაციის დასრულების შემდეგ კლინიკებს უნდა ჰქონდეთ სტანდარტები, რომელსაც ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს აკრედიტაცია გააჩნია

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში არჩევანი ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შედარებითი ანალიზის შედეგად შეაჩერა.

არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის სტანდარტები აკრედიტებულია ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ და ამასთანავე აკრედიტაციის ღირებულება არის დღეს ამ მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციაზე უფრო ოპტიმალური და ეს დაადასტურდა მიმდინარე პროცესმაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ კლინიკებისგან ე.წ. SOPs-ებს, დღეს ბევრი სვამს ამ კითხვას. ჩვენთვის მთავარია გაწერილი იყოს და რაც მთავარია კლინიკებმა შეასრულონ ყველა ის ძირითადი პროცედურები, რასაც გავლენა აქვს პაციენტის უსაფრთხოებაზე.

ჩვენი მომსახურება სამ წლიანია და მოიცავს კლინიკაში ოთხ ვიზიტს. ესენია წინასწარი აუდიტი, ძირითადი შეფასება და ორი პერიოდული შეფასება. მაშინ როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია კლინიკაში ვიზიტს მხოლოდ ერთხელ ახორციელებს და გასცემს სამ წლიან აკრედიტაციას, ზოგიერთი კი მხოლოდ ე.წ. თვითშეფასების დოკუმენტს ეყრდნობა. დღეს არსებული სტანდარტით, ყოველწლიური შეფასების გარეშე, აკრედიტაციის პროცესი ფორმალურ პროცედურად გადაიქცევა.

აკრედიტაციის მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ სერტიფიკატის მიღება. საჭიროა სერიოზული სამუშაოს შესრულება, რასაც ჩვენ კლინიკებთან ერთად ჩავატარებთ და რამაც კლინიკაში ადამიანური შეცდომების შედეგად პაციენტის დაზიანების რისკები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო