„მოქალაქეები“ - საპენსიო სესხებით დაზარალებულმა 500 მდე პენსიონერმა, ქუთაისში ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნების მოთხოვნით, “ლიბერთი ბანკს” მიმართა

საპენსიო სესხებით დაზარალებულმა 500 მდე პენსიონერმა, ქუთაისში ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნების მოთხოვნით, “ლიბერთი ბანკს” მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები" ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებსაც ბანკმა საკუთარი ინიციატივით და პენსიონერების თანხმობის გარეშე, ე.წ. საშეღავათო პერიოდი მისცა და კოვიდ პანდემიის დროს თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობა.

„ასევე საუბარია ე.წ. ოვერდრაფტების მქონე პენსიონერებზე, რომლებსაც ამგვარი სესხები ისე მისცეს, რომ კარგად არ აუხსნეს რასთან ჰქონდათ საქმე.

უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ პარტია „მოქალაქეების" ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაში დაბრუნება და დასრულება (განულება).

პენსიონერების ორგანიზების და იურიდიული დახმარების ინიციატივა, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებს" ეკუთვნის.

დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის ინიციატივით და გუნდის იურისტების დახმარებით პენსიონერები ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ლიბერთი ბანკის ოფისთან გადაინაცვლეს და ბანკს წერილობითი განცხადებებით მიმართეს.

იკვეთება კიდევ არაერთი სასესხო პრობლემა, მათ შორის სესხის პროცენტიანი დაკავშირებით. პენსიონერების ნაწილი ითხოვს სესხის პროცენტის შემცირებას, გადახდის გრაფიკის ცვლილების გარეშე.

წინა კვირას, თბილისში, მხოლოდ ერთ დღეში, ბანკს 300 მდე პენსიონერმა სწორედ „მოქალაქეების" დახმარებით მიმართა. ქუთაისში ანალოგიური აქტივობის გამართვა, იმ გამოხმაურებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომელიც იმერეთიდან მიიღო საპარლამენტო ჯგუფმა და დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა.

ქუთაისში შეხვედრაზე, საუბარი შეეხო არსებული მასშტაბური პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს. გუნდის იურისტებმა ადგილზე გაუწიეს პენსიონერებს კონსულტაცია და პენსიონერებთან ერთად მიმართეს ბანკს შესაბამისი განცხადებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო