გიგი წერეთელი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე - რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა, საქართველო მისი გავლენის სფეროში დარჩეს, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კი ამას ეხმარება

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას მიერ ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რუსეთის მთავარი სტრატეგიული ამოცანა გაცხადებულად არის ის, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროში დარჩეს.

მისივე თქმით, რუსეთი ამისთვის ყველაფერს აკეთებს და ამ ეტაპზე დიდად არც სჭირდება რაიმე სამხედრო პროვოკაციის მოწყობა, რადგან ამას კარგად ახერხებს რბილი ძალით, რისთვისაც ხშირად კმაყოფილებასაც გამოხატავს ჩვენი ხელისუფლების მიმართ.

„ოჩამჩირეში ახალი სამხედრო ბაზის გაჩენა არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩამოყალიბებული, სტრატეგიული მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს რუსეთის გავლენები საქართველოში.

რას უნდა აკეთებდეს საქართველო ამის საპირისპიროდ, როცა სეპარატისტული რეჟიმები თვითონვე აცხადებენ, რომ 24 საათი მუშაობენ საკუთარი გეგმების შესასრულებლად?! - ადეკვატური მოქმედების ნაცვლად, ჩვენი ხელისუფლება რესურსებს ახმარს შიდა ბრძოლას, ოპოზიციასთან დაპირისპირებას, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ანტიდასავლურ კამპანიას და ამით ბუნებრივია, აძლიერებს რუსეთის პოზიციებს”, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველგან ნატო-სთან დაახლოებაზე უნდა საუბრობდეს და ამისთვის მოქმედებდეს, რადგან რუსეთის ერთადერთ შემაკავებელ კონტრძალას ის წარმოადგენს.

„რატომ არ იჭრება რუსეთში პოლონეთში ან ბალტიისპირეთში? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არის ძალა და ეს ძალა არის ნატო”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო