კათოლიკეები სავარდის ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

ქართველი კათოლიკეები დღეს რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღეს ზეიმობენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას დღესასწაულს ულოცავს.

„სავარდის დღესასწაულის დაწესება ლეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა (ვენეცია, ესპანეთი, რომის პაპი, მალტა და იტალიის სახელმწიფოები: გენუა, ნეაპოლი, სიცილია, სავოია და სხვ.) და ოსმალეთს შორის, რომელიც საღვთო ლიგის გამარჯვებით დასრულდა. გადმოცემის თანახმად, პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ, 7 ოქტომბერი სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, მის მრევლს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის