პაატა მანჯგალაძე - ნიკა მელიას წარმატებას ვუსურვებ „ქოცური რეჟიმის“ წინააღმდეგ, მაგრამ არ მგონია, დღეს მან რაიმე პლატფორმა დააფუძნოს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდეს

ნიკა მელიას წარმატებას ვუსურვებ „ქოცური რეჟიმის“ წინააღმდეგ, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს ნიკა მელიამ რაიმე პლატფორმა დააფუძნოს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „გამარჯვების პლატფორმის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ის ნიკა მელიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის მიერ აქციის დაგეგმვა საკონსულტაციო შეხვედრის დღეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა და აღნიშნა, რომ „გამარჯვების პლატფორმა“ ყოველ შაბათ-კვირას ატარებს მასშტაბურ აქციებს.

„ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად და როგორ ურჩევნია, საიდან უფრო კომფორტულია ბრძოლა. ნიკა მელიას წარმატებას ვუსურვებ „ქოცური რეჟიმის“ წინააღმდეგ, მაგრამ მე არ მგონია, რომ დღეს ნიკა მელიამ რაიმე პლატფორმა დააფუძნოს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდეს. რაც შეეხება აქციას, ყველა შაბათ-კვირას ჩვენ გვაქვს დიდი აქცია, შეგიძლიათ ამოიღოთ ბოლო ორი თვის დღის წესრიგი. ყველა შაბათ-კვირას ჩვენ გვაქვს აქცია, ამიტომ ყოველთვის რაღაცა რაღაცას ემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სპეციალურად შეგვეშინდა და რაღაცას ვაკეთებთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემთხვევაში პარტია უფრო გაძლიერდება, დამატებით სპეკულაციებს გამოიწვევს.

„არა, დატოვა ადამიანმა.. გაძლიერდა... დამატებით სპეკულაციას გამოიწვევს. მოდით, ჯერ გადაწყვეტილება მიიღოს და მერე გავაკეთებთ შეფასებას. მე არ მჯერა, რომ ნიკა მელია დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ. არანაირი დაპირისპირება სინამდვილეში არ არის, გუნდებს შორის არის განსხვავებული ხედვა. ნიკა მელიას რაც უნდა, დღეს იტყვის. ვაცადოთ, რამდენიმე საათი დარჩა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ის ამ შეხვედრას არ დაესწრება, რადგან ნიკა მელიას შეხვედრა მხარდაჭერებთან აქვს.

ცნობისთვის, დღეს ნიკა მელია საკონსულტაციო შეხვედრას 14:00 საათზე გამართავს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით