თბილისში, სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს

თბილისში, ტრადიციულად სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს.

როგორც “ქართული ღვინის ფესტივალი 2023-ის” ორგანიზატორი, მარიამ გიორგაძე განმარტავს, ფესტივალზე მისულ მოქალაქეებს სხვადასხვა სიახლით ხვდებიან, მათ შორის, მთავარი სიახლე, მასტერკლასია, რომელიც ღვინის მუზეუმში 15:00 საათზე დაიწყება და სტუმრებს უფასო ვიზიტის შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება ჩართულობას, როგორც ორგანიზატორი აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით, წელს ფესტივალის გახსნამდე იმაზე ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი, ვიდრე გასულ წლებში.

„ფესტივალისთვის დიდი ხანია, რაც ვემზადებით. გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე წელს სხვადასხვა სიახლე შეგვეტანა ფესტივალში. მთავარი სიახლეა მასტერკლასის ნაწილია, რომელიც ღვინის მუზეუმში 15:00 საათზე გაიმართება. როგორც ხედავთ, წინა წლებთან შედარებით, ფესტივალის გახსნამდე უფრო ბევრი ხალხი იყო, ვიდრე გასულ წლებში. ეს მეტყველებს, რომ ინტერესი ფესტივალის მიმართ წლიდან წლამდე იზრდება. წელს შევცვალეთ კომუნიკაცია, ვეცადეთ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით ტურისტებისთვისაც მიგვეწვდინა ხმა. ტურისტებთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა, რათა ფესტივალს დასწრებოდნენ. ადგილზე წარმოდგენილები არიან ღვინის კომპანიები, ასევე კვების ობიექტები. წარმოდგენილია „კოლორ ჯგუფი“, რომელიც უზრუნველყოფს ბეჭდვით მიმართულებას. კომპანია წარმოდგენილია ღვინის ეტიკეტებით, ჩაჩებით, რაც ღვინისთვის მნიშვნელოვანია. მათი მთავარი სლოგანია: „კარგ ღვინოს კარგი ეტიკეტი სჭირდება“. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალში სამი მხარეა წარმოდგენილი: მონაწილეები, სომელიეები და მომხმარებლები. მსგავსი ტიპის ფესტივალი ხელს უწყობს სამი მნიშვნელოვანი რგოლის მჭიდრო კავშირს, რაც აისახება გრძელვადიან, ლოიალურ ურთიერთობაში. ამას ადასტურებს ის, რომ ყოველწლიურად ძალიან ბევრი კომპანია ერთგულად იღებს მონაწილეობას”,- აღნიშნა მარიამ გიორგაძემ.

როგორც კიდევ ერთი ორგანიზატორი ნათია ცეცხლაძე აღნიშნავს, ქართული ღვინის ფესტივალმა ტრადიციული ფესტივალის სახე მიიღო.

„ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს აერთიანებს, ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე მარნები. გარდა ამისა, იზრდება მომხმარებლების რაოდენობა, იქნება ეს ქართველები, თუ ტურისტები. ტურისტები დიდი ნაკადია თავმოყრილი ფესტივალზე. ძალიან ბევრი მსგავსი ფესტივალი უნდა იყოს, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღო”,- აღნიშნა ნათია ცეცხლაძემ.

რაც შეეხება ფესტივალში მონაწილე კომპანიებს, როგორც ისინი განმარტავენ, ქართული ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელს უწყობს კომპანიების მიმართ ინტერესის ზრდას და პოპულარიზაციას.

„დილიდან ძალიან ბევრი ხალხია. მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები, ვინაიდან ღვინოს უკეთესად ეცნობიან”, - აღნიშნა “ექსპონატის მარნის” წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ქართული ღვინის ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყო და ის 19:00 საათამდე გაგრძელდება. სტუმრებს 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქციის დეგუსტაციისა და შეძენის საშუალება აქვთ, მათ შორის არის სხვადასხვა სახეობის ღვინო, პური, ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და სხვა. ფესტივალზე წარმოდგენილია ისეთი განსხვავებული პროდუქტებიც, როგორიცაა ბროწეულის ღვინო. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ადგილზე შესაძლებელია ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო