პაატა დავითაია - ჩვენი მხარდაჭერა ებრაელ ხალხს, რომელიც  ყველა რთულ პერიოდში ედგა გვერდში საქართველოს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში

ისრაელში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა და უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტული თავდასხმა სახელმწიფოზე, სადაც ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე ცხოვრობს, კატეგორიულად მიუღებელია. ტერორიზმი არის მსოფლიო საფრთხე. ახლა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები და აღდგეს მშვიდობა ისრაელში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, ისრაელში შექმნილი ვითარების სიმძიმე და საფრთხე უნდა შეაფასოს, რომელიც ქართველ მოქალაქეებს ემუქრებათ.

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ისრაელის სახელმწიფოს, ებრაელ ხალხს. ჩვენ ისტორიულად გვაქვს ახლო და მეგობრული ურთიერთობა, ეს ქვეყანა ჩვენ გვერდით იდგა ქვეყნისთვის ყველა რთულ პერიოდში, გამოხატავდა მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

საქართველოს მთავრობამ უნდა შეაფასოს ისრაელში შექმნილი ვითარების სიმძიმე და ის საფრთხე, რაც იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ემუქრებათ. სახელმწიფომ, ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა მაქსიმალური ყურადღება და მხარდაჭერა უნდა გამოიჩინოს მათ მიმართ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ისრაელიდან გამოყვანასთან დაკავშირებით, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო