ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თსუ-ში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავს მიეძღვნა, მსოფლიოს და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს თსუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. რექტორმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დიდი მეცნიერის, ეკონომისტის გიორგი პაპავას ღვაწლზე, რომელსაც საქართველოში ქართული ეკონომიკური აზრის ფორმირება უკავშირდება.

„კონფერენციის ფარგლებში, ვრცლად ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: პანდემიის გავლენა მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე; მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკის მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური პრობლემები; სავალუტო-ფინანსური პრობლემები; მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკის სოციალური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემები.

სამეცნიერო კონფერენცია თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა რამაზ აბესაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.

ღონისძიება თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო