„ქართული ღვინის ფესტივალი 2023-ის” ფარგლებში, ღვინის მუზეუმმა ფესტივალის სტუმრებს უმასპინძლა, სადაც მასტერკლასი ჩაუტარდათ

„ქართული ღვინის ფესტივალი 2023-ის” ფარგლებში, ღვინის მუზეუმმა ფესტივალის სტუმრებს უმასპინძლა, სადაც მასტერკლასი ჩაუტარდათ თემაზე „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს მასტერკლასი პროფესიონალმა სომელიემ WSET 3-ის კურსდამთავრებულმა თეონა თოხაძემ ჩაუტარა.

„მასტერკლასმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, საკმაოდ ინტერაქტიური იყო. ვისაუბრეთ იმ პარამეტრებზე, რის მიხედვითაც უნდა შევაფასოთ ღვინო. განვიხილეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი არომატების კარგად ცნობა”,- აღნიშნა სომელიემ.

როგორც მასტერკლასის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს დეგუსტაციის ხელოვნებასთან დაკავშირებით, ამასთან გაეცნენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც ღვინის შეფასებისას გამოიყენება. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ტრადიციულად სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს.

ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყო და ის 19:00 საათამდე გაგრძელდება. სტუმრებს 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქციის დეგუსტაციისა და შეძენის საშუალება აქვთ, მათ შორის არის სხვადასხვა სახეობის ღვინო, პური, ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და სხვა. ფესტივალზე წარმოდგენილია ისეთი განსხვავებული პროდუქტებიც, როგორიცაა ბროწეულის ღვინო.

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ადგილზე შესაძლებელია ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის