საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე - გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. თანავუგრძნობთ ამ საზარელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას", - აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა