თბილისში, „ქართული ღვინის ფესტივალი“ დასრულდა

თბილისში, „ქართული ღვინის ფესტივალი“ დასრულდა. ფესტივალმა, ტრადიციულად, ასობით ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი ერთ სივრცეში გააერთიანა.

ასეულობით სტუმრის წინაშე წარმოდგენილი იყო 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია, ასევე სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქტი: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა.

ფესტივალი მოიცავდა გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას. აღსანიშნავია, რომ წელს ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებული სიახლე დახვდათ - მასტერკლასი სომელიესგან და უფასო ვიზიტი ღვინის მუზეუმში.

პროფესიონალმა სომელიემ, WSET 3-ის კურსდამთავრებულმა თეონა თოხაძემ სტუმრებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“.

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილი იყო როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ცოცხალი მუსიკა ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების მონაწილეობით.

დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლების შოუ - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდათ.

როგორც „ქართული ღვინის ფესტივალის” ორგანიზატორი, მარიამ გიორგაძე განმარტავს, წელს, ფესტივალზე საინტერესო გემოები იყო წარმოდგენილი, ბევრი კომპანია კი როგორც სტუმრებისთვის, ისე ორგანიზატორებისთვის აღმოჩენა იყო. „ქართული ღვინის ფესტივალი” უკვე მეხუთედ გაიმართა. მოხარული ვარ, რომ ტრადიციას არ ვღალატობთ. წლევანდელმა ფესტივალმა დიდი დატვირთვით ჩაიარა, ძალიან ბევრი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი გვყავდა. წელს, საინტერესო გემოები იყო წარმოდგენილი, ბევრი ახალი კომპანია გავიცანით, რომელიც ჩვენთვისაც და სტუმრებისთვისაც აღმოჩენა იყო. კვლავ გავაგრძელებთ საინტერესო კომპანიების მოძიებას, ვეცდებით, მომავალ წელს უფრო მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. აღსანიშნავია, რომ წელს მონაწილეობას 50-მდე კომპანია იღებდა. იმედი გვაქვს, 2024 წელს ტრადიციულად სიონის ქუჩაზე მორიგ ჯერზე ჩავატარებთ “ქართული ღვინის ფესტივალს”, - აღნიშნა ორგანიზატორმა.

რაც შეეხება მოსულ სტუმრებს, ისინი აღნიშნავდნენ, რომ დღის განმავლობაში მიღებული ემოციები მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებათ და მოუთმენლად ელიან „ქართული ღვინის ფესტივალს” 2024 წელს.

ინფორმაციისთვის, თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალმა” სტუმრებს მეხუთედ უმასპინძლა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი