დიმიტრი ხუნდაძე - უკვე მერამდენედ, მსოფლიო ტერორიზმისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე ერს და ქვეყანას. უფალი ფარავდეს ისრაელს ამ მძიმე პერიოდში , - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რითაც ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსოფლიო უკვე ბევრჯერ დადგა „ტერორიზმით გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე“.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელში ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ შეტევის შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების გამო.

ტერორიზმს არა აქვს ეროვნება და არა აქვს საზღვარი. უკვე მერამდენედ, მსოფლიო ტერორიზმისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე ერს და ქვეყანას. უფალი ფარავდეს ისრაელს ამ მძიმე პერიოდში.

უფალი ფარავდეს ჩვენს თანამოქალაქეებს ისრაელში. საქართველოს საელჩო ისრაელში ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად“, - წერს ხუნდაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო