გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამის ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, სტუდენტობა მიულოცა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ საუკეთესო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები! ყველა პირველკურსელს, უნივერსიტეტელს გილოცავთ დღევანდელ დღეს. იცოდეთ ერთი რამ, რომ უნივერსიტეტელობა განსაკუთრებული სტატუსია და მიხარია, რომ დღეს აქ, ასეთი ბევრნი ხართ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც საქართველოს ისტორიას ინახავს და ბევრი ქარტეხილის მომსწრეა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი საზოგადოების ფორმირებაში. სწორედ ამ უნივერსიტეტის დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე მოვიდა და დღეს ევროატლანტიკურ გზას ადგას. თითოეული ჩვენგანის პირდაპირი ვალია, რომ ამ გზას ბოლომდე გავყვეთ და გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს გვაქვს. ჩვენ ერთად უნდა დავდოთ ევროპული ლელო!

ყველა ჩვენგანის, თითოეული თსუ-ელის ვალდებულებაა, ჩვენი ცოდნით საკუთარი წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს შენებაში. მჯერა, რომ ეს სრულიად გაქვთ გააზრებული და ცხოვრების ახალ ეტაპს სწორედ ამ შემართებით იწყებთ.

ზუსტად 22 წლის წინ, მეც თქვენს ადგილზე ვიყავი და დღეს, უკვე როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თავიდან ბოლომდე უნივერსიტეტელი, მთელი ჩემი ოჯახით, ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე სრულად ვითავისებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფართო ასპარეზი შეგიქმნათ თქვენი პოტენციალის რეალიზებისთვის და გქონდეთ საინტერესო, ახალი თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე სტუდენტური ცხოვრება.

ის ფაქტი, რომ თქვენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის ნაწილი გახდით არის მნიშვნელოვანი გამარჯვება და მიღწევა, რასაც კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ. ეს ქვეყანა თქვენია! გახსოვდეთ, სწორედ თქვენზე დგას საქართველოს მომავალი!“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო