თსუ-ს სტუდენტებმა სწავლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღია ცის ქვეშ შეკრებილ სტუდენტებს თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტელობა მიულოცა.

,,ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გაღიმებულ სახეს ვხედავ. როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი მოვლენაა, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორია შექმნა. დღეს, თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ხვალ ჩვენი ქვეყნის ისტორია უნდა შექმნათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხარისხიანი, ევროპული განათლება მოგცეთ. სწორედ ასეთი ახალგაზრდები სჭირდებით ქვეყანას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც მიმართა.

,,ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ საუკეთესო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები! ყველა პირველკურსელს, უნივერსიტეტელს გილოცავთ დღევანდელ დღეს. იცოდეთ ერთი რამ, რომ უნივერსიტეტელობა არის განსაკუთრებული სტატუსი და მიხარია, რომ დღეს აქ ასეთი ბევრნი ხართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც საქართველოს ისტორიას ინახავს და ბევრი ქარტეხილის მომსწრეა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი საზოგადოების ფორმირებაში. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფართო ასპარეზი შეგიქმნათ თქვენი პოტენციალის რეალიზებისთვის და გქონდეთ საინტერესო, ახალი თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე სტუდენტური ცხოვრება..”,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

თსუ-ს ცნობით, გასართობ ღონისძიებაში 15000-ამდე სტუდენტი, მათ შორის, 6200-ზე მეტი პირველკურსელი მონაწილეობდა.

სტუდენტურ წვეულებას მუსიკალურად აფორმებდნენ ნიაზ დიასამიძე, Monk, SUMO, Telepopmusik, URU.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის