პრემიერი - ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება

ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მალე სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, რაც სამხრეთ კავკაზიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისი მზად არის, მიიღოს მონაწილეობა მედიაციის, ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში.

„დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. სამშვიდობო შეთანხმება, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის. სომხეთისთვის - სომეხი ხალხისთვის, აზერბაიჯანისთვის - აზერბაიჯანელი ხალხისთვის, საქართველოსთვის - ქართველებისთვის. ჩვენ, საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო