ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„ასევე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. მისი როლი არის უაღრესად დიდი ამ ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. მან ძალიან დიდი საძირკველი ჩაუყარა. ჩვენ ახლახანს, ერთად დავათვალიერეთ გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე.

ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ ჩემო ძვირფასო მეგობარო, გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა", - განაცხადა პრემიერმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის