ილჰამ ალიევი - ჩვენ, ორივე ლიდერმა ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ მეგობრობა და ერებს შორის პარტნიორობა გავაძლიეროთ

ჩვენ, ორივე ლიდერმა, ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მეგობრობა და ერებს შორის პარტნიორობა გავაძლიეროთ. ეს შეხვედრები ძალიან ხშირი და ტრადიციულია, რაც ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და მეგობრობის გაძლიერებას ემსახურება , - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მოსახლეობას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერო, მადლობელი ვარ მოწვევისთვის. მიხარია, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ვიმყოფები თბილისთან ახლოს. ეს ბუნებამ ძალიან სასიამოვნოა. საუბრისას ბატონ პრემიერთან აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხე, ნებისმიერი ადგილი მშვენიერი და ლამაზია. ეს ყველაზე დიდი აქტივია ხალხთან ერთად. ჩვენ, ორივე ლიდერმა, ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მეგობრობა, ერებს შორის პარტნიორობა გავაძლიეროთ. ეს შეხვედრები ძალიან ხშირი და ტრადიციულია, რაც ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და მეგობრობის გაძლიერებას ემსახურება. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ, გარემო ძალიან მეგობრულია. ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია და ვიყენებთ ამ შესაძლებლობას მე და ბატონი პრემიერი. მადლობას გიხდით ჩვენი ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის, მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. წლის განმავლობაში ჩვენ ბატონი ჰეიდარის იუბილეს აღვნიშნავთ და ეს ღონისძიება საქართველოშიც აღინიშნება. ამ წლის განმავლობაში, გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარის და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ძალიან ძლიერი მეგობრობა ჰქონდათ. საბჭოთა პერიოდში ურთიერთობა ძალიან თბილი ჰქონდათ. საბჭოთა აზერბაიჯანის და საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ასეთი ძალიან დიდი ძალისხმევა ჰქონდათ ჩადებული იმისათვის, რომ ქვეყნები და ერები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც. მათ გამბედაობა, შესაძლებლობა და ბმა მათ მიწასთან, მათ ერებთან ძალიან ძლიერი ჰქონდათ. ეს ბედისწერაა იმიტომ, რომ ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. როდესაც ვიხსენებთ, ის ძალიან ბობოქარი პერიოდი იყო, მათი ლიდერობა გამორჩეული იყო და აზერბაიჯანს და საქართველოს დაეხმარა, მათი დამოუკიდებლობა გაეძლიერებინათ. მათი ძალისხმევის, შრომის წყალობით, დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ, მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს და კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ჩვენი ქვეყნები და ერები“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო