ილჰამ ალიევი - ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებებით, უშველებელი გეგმები გვაქვს - დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება

ყულევის პორტს ვფლობთ, რომელიც საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზეა, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს ჩვენს თანამშრომლობას გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით წარმატებას ხუთმაგად გავზრდით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ერთობლივი პროექტი უშველებელი მნიშვნელობის არის არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრაზიული კონტინენტისთვის.

„ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებებით, უშველებელი გეგმები გვაქვს. წარმატებული პროექტები და ინიციატივები უკვე შევქმენით. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება, ყველამ იცის ეს პროექტი. ერთობლივად ენერგეტიკული სატრანსპორტო პროექტები განვახორციელეთ. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკული უსაფრთხოება იყოს. აქაც, ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში რომლებზეც საუბარი იყო: ანაკლიის პორტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ყულევის პორტს ვფლობთ, რომელიც საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზეა, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს ჩვენს თანამშრომლობას გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით წარმატებას ხუთმაგად გავზრდით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ჩვენი შუა დერეფნის განვითარების უმსხვილესი კომპონენტი იქნება. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულებათა სფეროა, საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობს ევროპულ ერებთან. მომდევნო თვეებში, ამ პროექტის ტექნიკურ-ენერგეტიკულ კვლევას დავასრულებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შევძლებთ, ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე სადენის დერეფნის მიმართულებით, რომელიც საქართველო აზერბაიჯანის და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება, უშველებელი მნიშვნელობის არის არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრაზიული კონტინენტისთვის. მზად ვართ, რომ ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან დიდია, რომ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით, ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა განვავითაროთ. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს წინსვლასა და პროგრესზე და განაცხადა, რომ ქვეყანა „თავდაჯერებულად ვითარდება“.

„დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე, ეს ახალი ადგილი ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს. არა მარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლაზე და პროგრესზე. დიდი ენთუზიაზმით ვხედავ ამ წინსვლას. პრემიერმინისტრის ლიდერობით საქართველო თავდაჯერებულად ვითარდება, სოციალ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტიაა. ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ, ამის მასაზრდოებელი წყაროა. მთავრობის ნათელი ხედვა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ეკონომიკა ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე მოსახლეობის კეთილდღეობა განვავითაროთ, რომელიც იზრდება. მე, როგორც საქართველოს მეგობარი, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს ძმები. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ კეთილი მასპინძლობისთვის და აზერბაიჯანში გიწვევთ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო