ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მონაწილე და გაიზიარებს პროდასავლური პარტიების სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს, სტრატეგიას - ჩვენ სწორედ ასე შევძლებთ რუსული პარტიის დამარცხებას

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მონაწილე და გაიზიარებს პროდასავლური პარტიების სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს, კოორდინაციულ მუშაობას, სტრატეგიას. ჩვენ სწორედ ასე შევძლებთ რუსული პარტიის დამარცხებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს საზოგადოების წარმომადგენლებსა და პროდასავლური, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავარი თემა ევროპული მომავლის დაცვა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანება იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრას ლევან ხაბეიშვილიც ესწრებოდა.

„მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და არა რუსეთში, ჰქონდეს საერთო სტრატეგია და ეს შეხვედრაც ემსახურება შემდეგს, რომ პროდასავლურ ფლანგზე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს ჰქონდეს კოორდინაცია. ძალიან კარგია, მივესალმები და ყველა ჯერზე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მონაწილე და გაიზიარებს პროდასავლური პარტიების სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს, კოორდინაციულ მუშაობას, სტრატეგიას და ჩვენ სწორედ ასე შევძლებთ რუსული პარტიის დამარცხებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა