თაკო ჩარკვიანი - დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას არ ვხედავ, „ტროას ცხენია“ - ყველაფერი საოცრება ჩვენ უნდა ვნახოთ, პარტია პარტიაში ჯერ არ მსმენია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის შეფასებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია „ტროას ცხენია“.

მისივე თქმით, ნიკა მელია არ მიდის თუ ვერ მიდის პარტიიდან, ეს საკითხავია.

„მე დიდი ხანია პარტიაში ნიკა მელიას არ ვხედავ, ტროას ცხენია და დიდი ხანია ამას ვამბობ. აი, ამ პროცესს მარტივად შევხედოთ. პირველ რიგში, ჩემი საქმე არ არის, მათი პარტიიდან ვინ წავა და ვინ მოვა, მაგრამ შორიდან ვუყურებ, როგორც თქვენ. თუ არ მიდიხარ, მაშინ რა საქციელია ეს? - პარტიას პარტიაში მოძრაობ, თუ რას აკეთებ? მე არ მესმის, მაგრამ მე მაინც გამთლიანებისკენ მოვუწოდებ ყველას. მე არ ვამბობ, რომ ის სადღაც უნდა წავიდეს, ეს არ არის არანაირად ჩემი გადასაწყვეტი, საერთოდ რაც ნაკლებად წავლენ ადამიანები და დაწიაწდებიან, მაშინ, როცა მტერი მოგვადგა და არ ვიცით დესანტი შემოსვა, თუ არა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, აი, რა დროს ეს სისულელეა.

გუშინ, მე ვნახე ეს შეკრება. არ მიდის თუ ვერ მიდის, იმიტომ, რომ ვერ აკეთებს და მას გარკვეული ადამიანები არ ეთანხმებიან ახალი პარტიის შექმნაში და ვერ შვება ამას, ეს კიდევ საკითხავია. ვინმემ არ იფიქროს, მე მოვუწოდებ, რომ წავიდეს, არავითარ შემთხვევაში, მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გამთლიანდეს. ვფიქრობ, რომ თუ ნიკა მელია არის პარტიაში, უნდა იყოს, ახლა ცალკე რაღაც პარტიული შეკრებები აკეთოს, მე ეგეთი რაღაც არ გამიგია, პირველად გავიგე. ყველაფერი საოცრება ჩვენ უნდა ვნახოთ, პარტია პარტიაში ჯერ არ მსმენია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ თანამოაზრეებთან ერთად 7 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მასშტაბურ ფორმატში შეიკრიბებიან, სადაც “სადაც უკვე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

„ სტატუს-კვომ, რომელიც პარტიაშია შექმნილი „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გახლიჩა, ასევე გახლიჩა უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ, რასაც ასხივებდნენ პარტიაში არაფორმალური მმართველები, თუ ამ პარტიას ახალი სიცოცხლის შანსი მიეცემა არაფორმალური მმართველების გარეშე, ერთობა იქნება შესაძლებელი. არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა იქნება გამორიცხული!“, - აღნიშნა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო