მამუკა ხაზარაძე - დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა იმისათვის, რომ რუსული მთავრობა გავისტუმროთ, თუ ამას არ გავაკეთებთ სასწრაფოდ, 2024 წლის არჩევნებზე, რუსული იმპერიის კლანჭების ქვეშ აღმოვჩნდებით

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან არ წავა, ქვეყანა, საბოლოოდ, აღმოჩნდება რუსული იმპერიის კლანჭების ქვეშ“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წასვლა ხელისუფლებიდან მალე და მშვიდობიანად უნდა მოხდეს.

„ქართველებს დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა იმისათვის, რომ „რუსული მთავრობა“, „რუსული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავისტუმროთ. თუ ამას არ გავაკეთებთ სასწრაფოდ, 2024 წლის არჩევნებზე, საბოლოოდ, რუსული იმპერიის კლანჭების ქვეშ აღმოვჩნდებით. არ უნდა გადავერთოთ ასეთი საკითხების განხილვაზე, რომელიც მერე მთელს მედია სივრცეს ფარავს. მთავარი ისაა, რომ ქვეყანას „რუსული მთავრობა“ მართავს და არა ის, ვინ ვის გადააყენებს და იმპიჩმენტს გამოუცხადებს. რუსული ხელისუფლება ოცნების სახით გასაშვებია, რაც შეიძლება მალე და მშვიდობიანად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო