გიგი წერეთელი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ არის - ნიკა მელია ან დატოვებს პარტიას თანამოაზრეებთან ერთად და იფიქრებს რაღაც ახალზე, ან სხვა გაერთიანებაზე

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის შეფასებით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მარტივი სიტუაცია არ არის, რადგან გაურკვევლობა პარტიისთვის კარგ სურათს არ ქმნის.

მისივე თქმით, ნიკა მელია ან დატოვებს პარტიას თავის თანამოაზრეებთან ერთად და რაღაც ახალზე ან სხვა გაერთიანებაზე იფიქრებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ არის. იმიტომ, რომ ეს რაღაც გაურკვევლობა არ ვფიქრობ, რომ კარგ სურათს ქმნის პარტიისთვის.

რაც შეეხება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დიდხანს ხომ ესე ვერ გასტანს ეს ამბავი. ის ან დატოვებს პარტიას თანამოაზრეებთან ერთად და რაღაც ახალზე იფიქრებს ან სხვა გაერთიანებაზე იფიქრებს, ან მე რასაც ვხედავ და ვუყურებ, თუ არ შეიცვალა თვითონ შიგნით გადაწყვეტილების მექანიზმი, მმართველობის, ალბათ, სტილი, რაზეც აქვს დღეს პრეტენზია მეორე ნაწილს, თუ კონკრეტულად ცვლილებები არ იქნება, დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა იქ ჩემი აზრით, რაღაცა სინქრონიზაციის საშუალებას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ თანამოაზრეებთან ერთად 7 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მასშტაბურ ფორმატში შეიკრიბებიან, სადაც “სადაც უკვე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

„სტატუს-კვომ, რომელიც პარტიაშია შექმნილი „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გახლიჩა, ასევე გახლიჩა უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ, რასაც ასხივებდნენ პარტიაში არაფორმალური მმართველები, თუ ამ პარტიას ახალი სიცოცხლის შანსი მიეცემა არაფორმალური მმართველების გარეშე, ერთობა იქნება შესაძლებელი. არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა იქნება გამორიცხული!“, - აღნიშნა მელიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა