ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც „ბიოლში" იყო წარმოდგენილი. გამოფენა ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა.საქართველოში ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა