„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები კულტურის მინისტრს მიმართავენ, სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ გაგრძელდეს

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები კულტურის მინისტრს მიმართავენ, სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ გაგრძელდეს.

როგორც „საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ძეგლის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს შეჩერდა. მათივე განცხადებით, მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

„სათხის მონასტერი გამორჩეულია თავისი უნიკალური ჩუქურთმებით, შთამბეჭდავი ქვის დეკორით, კედლის მხატვრობით (რომელიც, ფაქტობრივად, აღარ იკითხება) და კანკელით, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურის ფონდში ირიცხება.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები მივმართავთ საქართველოს კულტურის მინისტრს - თეა წულუკიანს და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს - ნიკოლოზ აზნაურაშვილს.

სათხის მონასტრის (VIII-XI სს.) ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით ძეგლზე 2018 წ. გაზაფხულზე დაიწყო და 2020 წელს შეჩერდა. ამ პერიოდში, ტაძარზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა მიწისგან და ხე-მცენარეებისგან.

2019 წ. გამაგრდა მონასტრის საძირკველი. პროცესში პირადად იყო ჩართული იტალიელი რესტავრატორი, „იკრომის“ (ICCROM - The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) მიერ აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი - სტეფანო ვოლტა.

2020 წელს განხორციელდა კედლების გადაწყობა და კონქის გამაგრება-შენარჩუნება.

სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არასაკმარისია იმისთვის, რომ ძეგლი გადარჩეს. სათხის მონასტრის სრულ აღდგენამდე ჯერ კიდევ ბევრი სარესტავრაციო ეტაპია დარჩენილი.

სამწუხაროდ, მიუხედავად აქტივისტების არაერთი მცდელობისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის ძეგლს, არადა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ტაძრის შემორჩენილი ნაწილი ავარიულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები მთელ სიმაღლეზეა გადახსნილი, საკმაოდ რთული და ღრმა ბზარებია დანარჩენ კედლებზეც. კედლის წყობაში დაძრულია ცალკეული ქვები, რომელთა გადმოვარდნა კედლის მთლიანი წყობის რღვევასაც გამოიწვევს.

ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების გარეშე, ძეგლის ხანგრძლივად შენარჩუნება ვერ მოხერხდება გახშირებული მიწისძვრებისა და ბუნებრივი ნალექის გამო, რომელიც უფრო და უფრო ამძიმებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.

სათხის მონასტრის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ: სათხის მონასტერი უნიკალურია თავისი აღმოჩენებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 2018 წელს, აღმოჩენილი იქნა სათხის მონასტრის კანკელის ფრაგმენტი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა კანკელის დამზადების თარიღზე. ახალი აღმოჩენის თანახმად, სათხის მონასტრის მთავარი სამკაული - ჩუქურთმიანი კანკელი - 1171 წელს შეიქმნა. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი ისტორიული გადატრიალება მოახდინა - არათუ დაზუსტდა უშუალოდ კანკელის შექმნის თარიღი, არამედ მსგავსი კანკელების შექმნის თარიღებიც შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ კანკელი, მრავალი წლის წინ, სათხის მონასტრიდან თავად ექვთიმე თაყაიშვილმა კაზრეთის ტყიდან ურმით წამოიღო თბილისში და მისი დაცვის მიზნით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, რის შემდეგაც იგი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს.

სათხის კანკელი ჩვენამდე მოღწეული თითქმის ერთადერთი ძეგლია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კანკელების შემკულობასა და ფორმებზე.

სათხის მონასტრის ეზოში, ასევე, აღმოჩენილია XVII საუკუნით დათარიღებული რამდენიმე სამარხი.

სათხის მონასტრის სხვა უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ იხილეთ სიუჟეტი - https://www.facebook.com/watch/?extid=NS-UNK-UNK-UNK-IOS_GK0T-GK1C&v=505296196738792

აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სათხის ტაძრის კედლის ორნამენტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ლოგოზეა გამოსახული, ამჟამად განადგურების პირასაა. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და უახლოეს მომავალში მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა განახლდეს მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა