კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - მართლმსაჯულების სისტემა ძირეული გამოწვევების წინაშეა, ის ფრაგმენტული რეფორმები, რომელიც სახელმწიფომ გაატარა, არ არის საკმარისი

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლო რეფორმის ხედვა წარადგინა.

როგორც კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, დღეს მართლმსაჯულების სისტემა ძირეული გამოწვევების წინაშეა და ის ფრაგმენტული რეფორმები, რომელიც სახელმწიფომ ამ დრომდე გაატარა, არ არის საკმარისი იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც სასამართლო სისტემაში გვხვდება, განსაკუთრებით კი ეს ეხება „კლანურ" მმართველობას და გავლენიან ჯგუფებს.

მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც კოალიციამ შეიმუშავა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში პროცესები გაჯანსაღდეს და რეფორმა არსებითად სწორი მიმართულებით წავიდეს.

„მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების მიზნით, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

პირველი საფეხური: სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შეფასება - საპარლამენტო/საგამოძიებო კომისიამ, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით, სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/კლანური და პოლიტიკური გავლენების მასშტაბი, ასევე კორუფციის დონე.

მეორე საფეხური: სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა - სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის მასშტაბის შეფასების შემდგომ, დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, მომზადდეს სასამართლო სისტემის რეალური გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მესამე საფეხური: სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია - სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. იმპლემენტაციის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, კოალიციამ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის გამწვავების შესაკავებლად მოკლე და საშუალო ვადიანი ხედვაც შეიმუშავა.

„იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/პოლიტიკური გავლენების გაძლიერება და კორუფციის დონის ზრდა, აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

იუსტიციის უმაღლესი საბჭო - გადაწყვეტილებების მიღების უფრო ინკლუზიური წესი (ორმაგი 2/3); საბჭოს წევრი მოსამართლეების მიერ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების და ხელმეორედ ერთი და იმავე პირის საბჭოში არჩევის შეზღუდვა; სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეების მიერ;

ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები - მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდა; მოსამართლეთა იძულებით მივლინების სისტემის რეფორმა და 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებამდე არსებული გარანტიების დაბრუნება კანონმდებლობაში;

ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა - სასამართლო აქტების სრულად და დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ასევე, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეალური უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოზე კლანური გავლენის შემცირება - სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება;

სისტემის შევსება კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებით - სკოლის უზრუნველყოფა საჭირო ადმინისტრაციული/ინფრასტრუქტურული რესურსით, რათა უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობით კვალიფიციური კადრების მომზადება;

მოსამართლეების შრომითი გარანტიების გაუმჯობესება - საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა და მოსამართლეთა სამართლიანი დატვირთულობის უზრუნველყოფა; მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება და მათ საფუძველზე დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; შრომის ანაზღაურების სამართლიანი და გამჭვირვალე წესის განსაზღვრა," - აცხადებენ კოალიციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა